gba0965@gmail.com



ონლაინშია სულ 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0
linkedin
<

ინფორმაცია საიტზე

        

ადამიანი, როგორც არისტოტელე იტყოდა, პოლიტიკური ცხოველია. თუკი სწორად გადავთარგმნით იქნება სოციალური არსება, რომელიც სამყაროში გადარჩენისთვის

 

იბრძვის იმ დღიდან მოყოლებული რაც დაიბადა. ის იბრძვის რათა დაიცვას

საკუთარი ქონება, ტერიტორია, სიცოცხლე და ა.შ. იმისათვის რომ ადამიანს

ყოველივე ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული მოეხერხებინა დიდი ხნის მანძილზე

 

სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა.

ჯერ კიდევ პრეისტორიულ ეპოქაში ჯგუფებად მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა

გზით იცავდნენ თავს.

მოგეხსენებათ, უძველესი დროიდან არის ცნობილი ადამიანის პირადი ბუნება.

კერძოდ ის რომ ადამიანი მსგავსია ცხოველისა, უფრო სწორედ მგლისა, რომელიც

დაუნდობელია.  იგი  არ  ერიდება  თანამოძმეთა  განადგურებას  საკუთარი

ინტერესების გამო. მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა დასახულ მიზანს

მიაღწიოს. ზოგჯერ შეიძლება აღწევდეს კიდეც, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ის

სხვისი მიზნის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს.

გადიოდა დრო და ადამიანები ცდილობდნენ მოეგვარებინათ ეს პრობლემა, თავიდან

აეცილებინათ  ყოველგვარი  მოსალოდნელი  საფრთხე,  მოეგვარებინათ  თვით

ურთიერთობანი სხვა დანარჩენებთან. ეს მეტად ხანგრძლივი და რთული პროცესი

იყო. შედეგად კი წარმოიშვა ახალი იდეა ადამიანთა გონებაში : დაედგინათ წესები და

ემოქმედათ ამის მიხედვით. ამ წესების საშუალებით შეძლებდნენ მოეგვარებინათ

ერთმანეთთან ურთიერთობები, შექმნილი ქაოსი გამქრალიყო და ერთმანეთის

განადგურება თავიდან აეცილებინათ.

ამ წესების ჩამოყალიბება ქვის ხანაშიაც კი შეიმჩნევა, როცა მამაკაცები ვალდებულნი

არიან წავიდნენ სანადიროდ ტყეში და ნანადირევი ბელადმა პროპორციულად

გადაანაწილოს. ქალებმა კი ტყეში შეაგროვონ მცენარეები და შვილებზე იზრუნონ.

მართალია, ეს წესები შეიძლება არც თუ ისე ღირებულად მოგვეჩვენოს ჩდღევანდელი

გადასახედიდან, მაგრამ პირველყოფილ ადამიანთა ცხოვრებაში ეს დიდი მიღწევა და

ამავდროულად მეტად მნიშვნელოვანი იყო.

დრო გადიოდა და წესები ყალიბდებოდა...

დღეს  ეს  წესები  გვაქვს  ნორმების  სახით,  რომელიც  ადამიანებს  შორის

ურთიერთობებს აწესრიგებს და საზოგადოებაც მეტად ეფექტურად იყენებს. ის

უფლებამოსილია დაავალდებულოს ესა თუ ის ადამიანი რომელიმე ნორმის

შესრულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასზე სახელმწიფოს აქვს უფლება

გაატაროს ნორმით გათვალისწინებული სანქცია.

ნორმები მრავალი წლის მანძილზე იქმნებოდა. ის თანდათანობით განიცდიდა

ასიმილაციას.

ნორმის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გაგვიჩნდეს მოლოდინი იმისა, რომ ესა თუ ის

პირი თუ ორგანიზაცია აუცილებლად მოიქცევა ნორმის ფარგლებში და არ

დაირღვევა ჩვენი პირადი უფლებები. ასევე ჩვენც ვალდებულნი ვართ რომ

შევასრულოთ  ნორმა  და  შესაბამისად  სხვასაც  უჩნდება  მოლოდინი

სამართლიანობისა.

როგორც უკვე ვახსენეთ, რომ არა ნორმა, კაცობრიობა დაკარგავდა არსებობის აზრს.

ინგლისელი ფილოსოფოსი, თომას ჰობსი ამბობს, რომ ისეთი მდგომარეობა, როცა არ

არსებობს არანაირი სახელმწიფო კანონი, ასეთ ვითარებას ეწოდება ბუნებითი

მდგომარეობა. ეს ისეთი პერიოდია, როცა ადამიანი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ

დროს ძალადობრივი სიკვდილისთვის.

ადამიანები  თავისუფლები  არიან...  თვითონ  სიტყვა  თავისუფლება  ნიშნავს

საზღვრებს, მაგრამ დღესდღობით ჩვენ თავისუფლება გაიგივებული გვაქვს ნორმების

ფარგლებში. იმ პიროვნებისთვის კი, როცა არ არსებობს არანაირი სამართალი, ანუ

ნორმების ერთობლიობა, ადამიანები უსაზღვრო თავისუფლებას იყენებენ და დიდ

ზიანს აყენებენ ერთმანეთს, რაც სავალალო შედეგამდეც კი მივდივართ.

ხოლო ის პერიოდი, როდესაც კაცობრიობის ეპოქაში არ იარსებებს არანაირი ნორმა

ადამიანები დაუცველნი აღმოჩნდებიან, ვინაიდან მათი დამცავი იარაღი სწორედაც

რომ ნორმათა ერთობლიობაა, ასე რომ, კაცობრიობა მთავარი იარაღის გარეშე რჩება

ასეთ შემთხვევაში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნორმათა ჩამოყლიბებას დიდი ისტორია გააჩნია, სანამ

მორმამდე მივიდოდით ანუ უკვე კანონამდე, მანამ ადამიანები ხელმძღვანელობდნენ

ადათებით, წეს–ჩვეულებებითა და ტრადიციებით.

ნორმა მკვეთრად განსხვავდება მისი წინაპრებისაგან...კერძოდ, ნორმას გააჩნია

მავალდებულებელი ძალა, ხოლო ადათსა და წეს–ჩვეულებების შესრულება

სავალდებულო არ არის. ნორმის დარღვევას სასჯელი მოჰყვება სახელმწიფოს

მხრიდან, ხოლო ადათსა და ტრადიციის შეუსრულებლობისას არანაირი სასჯელი არ

ემუქრება ადამიანს. მას შეიძლება საზოგადოებისგან რაღაც გაკიცხვა, იზოლაცია

ემუქრებოდეს. ტუმცა, ჩვენ ამასაც ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რადგან იგი

არაპროგნოზირებადია ნორმისაგან განსხვავებით. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ თუ

რ არის მოსალოდნელი ნორმის შეუსრულებლობისას. შესაბამისად, თავისუფლად

შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან ყოველგვარი სასჯელი მარტივი გზით : არ

დავარღვიოთ კანონი.

სამართლებრივ იძულებას სახელმწიფო ყოველთვის ახორციელებს, რადგან მას

იურიდიული ძალა აქვს და მისი სანქციებიც წინასწარ განსაზღვრულია.

დროთა განმავლობაში ადათის რაღაც ნაწილმა იურიდიულად სამართლებრივი ძალა

მიიღო, რადგან მას ხშირად იყენებდნენ სასამართლოში.

რაც უფრო გადიოდა დრო, ადათი მით უფრო განსაკუთრებულ სახეს იღებდა და

საბოლოოდ ის სასამართლო პრაქტიკად ჩამოყალიბდა. სასამართლო პრაქტიკამ კი

მოახდინა მისი ცხადო ფორმულირება და დაფიქსირება. და ეს ადათები წარმატებით

გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ ის იქცა წამყვან

პრინციპად.

გამომდინარე ჩემ მიერ ზემოთ თქმულიდან, სასამართლო სამართლის დაბადების

ადგილია. თუმცა, მათშიაც შეგვიძლია ვიპოვოთ განსხვავება. კერძოდ, სასამართლო

ერთ კონკრეტულ შემთხვევას წყვეტს, რომელიც უკვე მოხდა წარსულში, ხოლო

სამართლის ნორმა კი წინასწარ არეგულირებს სავარაუდო შემთხვევას, რომელიც

საცსებით შესაზლოა მომავალში მოხდეს.

სამართლის ნორმები ერთადერთი საშუალებაა, რომლებსაც სიცხადე შემოაქვთ

ადამიანთა  ურთიერთობებში.  ისინი  ეხმარებიან  ადამიანებს  რომ  შეძლონ

თანაცხოვრება ყოველგვარი კონფლიქტისა და შიშის გარეშე. იმ შიშისა, რომელიც

ჩანერგილია მათში...მათ ხომ ერთმანეთის ეშინიათ და მოძრაობენ შემდეგი

პრინციპით : თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო.

სამართლის ნორმა არის უხილავი საზღვარი, რომლის აღიარება აუცილებელია,

რადგან ადამიანი ამ საზღვრებში შეძლებს რომ თავი მშვიდად იგრძნოს და დაცული

იყოს ისევ თავისი თვისტომთაგან.

საქართველოში სამართლებრივად, ყველაზე მნიშვნელოვან ნორმას წარმოადგენს

საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის შემდეგ საფეხურზე დგას ორგანული

კანონი, შემდეგ კანონი და საბოლოო საფეხურზე კი კანონმქვემდებარე აქტები

იმყოფება, რომელსაც საქ–ს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს.

თვითონ კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა და დაწესებას ნიშნავს. ეს არის

განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე

სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში

პიროვნების  სამართლებრივ  მდგომარეობას.  კონსტიტუციას  ძალზე  ხშირად

მოიხსენიებენ როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონი და კატალოგი. თუკი

სახელმწიფოს კონსტიტუცია არ ექნება, მას სტრუქტურულად დასრულებული სახე

არ ექნება შესაბამისად. კონსტიტუცია ადგენს იმ სახელმძღვანელო პრინციპებს,

რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ხელისუფლება.

ჩვენ განვიხილეთ თუ რა არის ნორმა, როგორ წარმოიშვა ის და რა ეტაპებად

ხდებოდა მისი განვითარება... ისიც ნათლად დავინახეთ თუ რაში და რატომ იყო

საჭირო ამ ნორმების მიღება. მკაფიოდ გამოჩნდა მისი აუცილებლობა კაცობრიობაში,

რომლის გარეშეც ადამიანში არსებული დიდი ეგო, ბოროტების, ღვარძლის,

შურისძიებისა და დაუნდობლობის ბუდე გაიღვიძებდა. ასე რომ ვუმადლოდეთ

ნორმებს,რომ მან ადამიანთ თავისუფლება საზღვრებში მოაქცია. ანუ ამით

 

გადაარჩინა კაცობრიობა განადგურებას.

შესვლის ფორმა



კალენდარი

«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031


Доска бесплатных объявлений